- B0LI.GE


ყველას გილოცავთ გიორგობიის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები! მე პირადად დიდად არ მეხერხება ლამაზი სიტყვებით შემკობა ხოლმე პოსტების მაგრამ ამ პატარა პოსტით მინდა პატივისცემა გამოვხატო GOM.GE-ი და ყველა მისი user-ის მიმართ! აქ მოცემულია პატარა ინფო გიორგობის და წმინდა გიორგის შესახებ :))

გიორგობა, ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა: ქართლში - გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში - ილორობა და სხვა.

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.





ავტორი: სტუმარი | ნანახია: 129 | კომენტარები: 0


სულ კომენტარები: 0

ამ სიახლეზე ჯერ კომენტარი არავის გაუკეთებია. იყავი პირველი...

 



კომენტარის დამატება
სახელი *:
იმეილი:
კოდი *: